Dreame H12S
1,199₼
Out of stock
- 2-1-ში მტვერსასრუტი: ერთდროულად ასუფთავებს მტვერს და რეცხავს იატაკს, რაც ზოგავს თქვენს დროსა და ძალისხმევას.
- ავტომატური წმენდა და გაშრობა: დოკ-სადგურზე ხდება ჯაგრისის თვითწმენდა და გაშრობა ჰაერით, რაც უზრუნველყოფს ჰიგიენური ნორმების შენარჩუნებასა და კომფორტს.
- სველი და მშრალი გამოყენება: უმკლავდება როგორც მშრალ ნარჩენებს, ასევე მყარ იატაკზე დაღვრილ სითხეებს.
- წმენდა კედლის გასწვრივ: მრავალფუნქციური ჯაგრისის საქშენი საშუალებას გაძლევთ გაწმინდოთ ყველაზე მიუწვდომელი ადგილებიც კი — კუთხეები და პლინტუსის კიდეები.
- სენსორული ტექნოლოგია: ავტომატურად განსაზღვრავს იატაკის დაბინძურების დონეს და არეგულირებს წყლისა და შესრუტვის სიმძლავრეს ოპტიმალური შედეგისთვის.
Dreame H12S სველი და მშრალი წმენდის უსადენო მტვერსასრუტი
გახადეთ იატაკის წმენდა კომფორტული Dreame H12S სველი/მშრალი წმენდის
მტვერსასრუტთან ერთად. მისი ძლიერი შესრუტვა აგროვებს მტვერს, ნარჩენებს და დაღვრილ სითხესაც კი. ის ავტომატურად არეგულირებს შესრუტვის სიმძლავრეს მეტად ჭკვიანი დასუფთავებისთვის. ის ასევე რეცხავს და აშრობს ჯაგრისს დოკის სადგურზე და ასრულებს მტვერსასრუტის მოვლის ყველა დავალებას. ამასთან ერთას H12S გთავაზობთ ჭკვიანი ხმოვანი მითითებების ფუნქციას დასუფთავების სესიის დროს.
გაუმჯობესებული ჯაგრისი
მეტად საფუძვლიანი წმენდისთვის, ჯაგრისის გორგოლაჭი საქშენის კიდეშია გადმოტანილი. წუთში 540-ჯერ ბრუნით და 0,6 სმ სიღრმეზე შეღწევით, საქშენი ყველა კუთხეს ასუფთავებს. ახლა H12S ოთახის მთელ პერიმეტრზე იჭერს ჭუჭყს და არ ტოვებს კვალს, კუთხეების გასწვრივაც კი.
ავტომატურად არეგულირებს სიმძლავრეს
როდესაც საქმე დასუფთავებას ეხება, სიმძლავრე ეფექტურობის ერთადერთი მაჩვენებელი არ არის. H12S იყენებს ჭკვიან ტექნოლოგიას ნებისმიერი ჭუჭყის გასაწმენდად და ენერგიის მოხმარების მინიმუმამდე დასაყვანად. სენსორები აანალიზებენ დაბინძურების სირთულეს და მხოლოდ ამის შემდეგ არეგულირებს მტვერსასრუტი სიმძლავრეს. ერთი გატარება საკმარისია მტვრისა და ნარჩენების, შინაური ცხოველების ბეწვის, პომიდვრის წვენის ლაქების, ან გატეხილი კვერცხების ნარჩენების მოსაშორებლად.
ავტომატიზაცია და მარტივი მოვლა
Dreame-ს სველი წმენდისთვის ცალკე ორი ავზი აქვს. ზედა ნაწილში დამონტაჟებული სუფთა წყლის ავზი 900 მლ წყალს იტევს, ხოლო ქვედა ნაწილში დამონტაჟებული გამოყენებული წყლის ავზი - 700 მლ წყალს. ღილაკზე ერთი დაჭერით მოხსენით და დაცალეთ ავზი ყოველი წმენდის შემდეგ. მაღალი სიმძლავრის 4000 mAh ბატარეით აღჭურვილი მტვერსასრუტი ერთი დამუხტვით 25 წუთამდე მუშაობს.
საქშენის ავტომატური გასუფთავება
ახლა თქვენ შეგიძლიათ დაასუფთაოთ ალერგენებთან კონტაქტის გარეშე. უბრალოდ მოათავსეთ მტვერსასრუტი სადგამზე და დააჭირეთ სახელურის ზედა ნაწილში არსებულ თვითწმენდის ღილაკს. Dreame ავტომატურად გამოყოფს სუფთა წყალს ჯაგრისისა და საქშენის დარჩენილი ჭუჭყისგან გასასუფთავებლად. თვითწმენდის რეჟიმი შეგიძლიათ ჩართოთ მაშინ, როდესაც ავზში ასხია სუფთა წყალი და ბატარეის მუხტი 20%-ზე მეტია.
ცხელი ჰაერით გაშრობა უნაკლო სისუფთავისთვის
გაწმენდის შემდეგ, გორგოლაჭი ნესტიანი რჩება, რაც მას ბაქტერიების გამრავლების იდეალურ გარემოდ აქცევს. ამის თავიდან ასაცილებლად, მტვერსასრუტს აქვს ავტომატური შრობის ფუნქცია. არავითარი უსიამოვნო სუნი და მიკრობები - ერთი საათის განმავლობაში ჯაგრისის ცხელი ჰაერით დამუშავება უნაკლო ჰიგიენას უზრუნველყოფს და ჯაგრისი ყოველთვის მზადაა მოსაყენებლად.
LED ეკრანი და ჭკვიანი რჩევები
LED ეკრანზე ყველა დეტალის ნახვა შეგიძლიათ. ის აჩვენებს მიმდინარე რეჟიმს, დატენვის დონეს და ბატარეის პროცენტულ მაჩვენებელს. სესიის დროს შეიძლება გამოჩნდეს შეცდომის შეტყობინებები, მაგალითად, თუ ჯაგრისზე ნარჩენები მოექცევა, მილი დაიბლოკება ან ავზში წყალი დაიცლება. ბატარეის ინდიკატორი ნარინჯისფრად ანათებს, როდესაც დამუხტვა 20%-ზე ნაკლებია, ხოლო ინდიკატორის რგოლი იცვლის ფერს მტვრის რაოდენობის ასახვისთვის.
გჭირდებათ ხმოვანი ასისტენტის დახმარება?
ხმოვანი შეტყობინებები დამატებით ინფორმაციას გაწვდით დასუფთავების სტატუსის შესახებ. ხმოვანი ასისტენტი გატყობინებთ შესრუტვის სიმძლავრის, ბატარეის მუხტის და ნებისმიერი გაუმართაობის შესახებ, მაგალითად, ჯაგრისის დაბლოკვის შემთხვევაში. ასევე მიიღებთ ოპერატიულ შეტყობინებებს ტექნიკური მომსახურების შესახებ. წყლის გაჟონვის თავიდან ასაცილებლად, არ დახაროთ მტვერსასრუტი ზედაპირთან მიმართებაში 140 გრადუსზე მეტად.
| არტიკული | HHR30B |
|---|---|
| მოდელი | H12S |
| სერია | H – სერია |
| ტიპი | უსადენო მტვერსასრუტი |
| დასუფთავების ტიპი | სველი / მშრალი |
| სიმძლავრე, W | 300 |
| შესრუტვის სიმძლავრე kPa | 16 000 |
| ბატარეის მოცულობა | 6 х 4000 mAh |
| ფერი | Black |
| მუშაობის რეჟიმები | 3 რეჟიმი |
| ფილტრაციის სისტემა | HEPA ფილტრი |
| თვითწმენდის რეჟიმი | დიახ |
| ხალიჩების წმენდა | არა |
| სუფთა წყლის ავზის მოცულობა | 900 მლ |
| გამოყენებული წყლის ავზის მოცულობა | 700 მლ |
| ხმაურის მინიმალური დონე | 76 |
| ჯაგრისის ტიპი | გორგოლაჭიანი ჯაგრისი |
| დამუხტვის დრო | 240 წუთი |
| მტვრის სენსორი | დიახ |
| ეკრანი | დიახ |
| იმპორტიორი | შპს “ჯორჯიან ელექთრონიქ ქომფანი თრეიდი” |
| მწარმოებელი | Dreame Trading (Tianjin) Co. Ltd. |
