Dreame R10 Pro
849₼
Out of stock
- 150 აეროვატი შესრუტვის ძალა
- მუშაობის მაქსიმალური ხანგრძლივობა 65 წუთი
- ფილტრაციის ეფექტურობა 99.9%
- უკონტაქტო ძრავი 120,000 ბრ/წთ
99.97% შესრუტვის ეფექტურობა
ელემენტის მუშაობის ხანგრძლივობა 65 წუთამდე
უკონტაქტო ძრავი - 12,000 ბრ/წთ
შესრუტვის სიმძლავრე - 150 აეროვატი
ძლიერი და თანმიმდევრული წმენდა განათებით
R10 Pro აღჭურვილია მაღალსიჩქარიანი უკონტაქტო ძრავით, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილური შესრუტვის სიმძლავრეს დასუფთავების მთლიანი სესიის განმავლობაში. განათებითა და შეცვლადი საქშენებით აღჭურვილი, 150 აეროვატი შესრუტვის სიმძლავრის მტვერსასრუტი კომპლექსური წმენდის შთამბეჭდავად შესრულების საშუალებას იძლევა.
ძლიერი ძრავი უზრუნველყოფს ეფექტურ წმენდას
120,000 ბრ/წთ ბრუნვის სიჩქარით უკონტაქტო ძრავი ქმნის მაღალ წნევას, რაც ამარტივებს ნებისმიერი ტიპის ზედაპირის გაწმენდას.
ჩაშენებული განათება
იატაკის საქშენის წინა მხარეს LED განათება ძნელად მისადგომი და ცუდად განათებული ადგილების დასუფთავებას გაცილებით აადვილებს - მტვერი ვეღარსად დაიმალება.
სპეციალური ჯაგრისი ხელს უშლის თმისა და ბეწვის გადახლართვას
ჯაგრისის V-ფორმის კიდეები და საფარის შიდა მხარეს არსებული სპეციალური ჯაგრისი ხელს უშლის თმის გორგოლაჭზე გადახლართვას, რაც თავიდან აგარიდებთ მტვერსასრუტის მოვლასთან დაკავშირებულ უსიამოვნებებს.
აქსესუარების ნაკრები მთელი სახლის დასუფთავებისთვის
მოსახერხებელი მექანიზმი საშუალებას გაძლევთ ერთი მოძრაობით მოხსნათ ერთი საქშენი და დაამაგროთ მეორე - წამებში შეგიძლიათ იატაკის წმენდიდან დივნის წმენდაზე გადასვლა და ისევ იატაკზე დაბრუნება.
ფილტრაციის ეფექტურობა 99.9%*
მრავალშრიანი ფილტრაციის სისტემა უზრუნველყოფს წვრილი მტვრისა და ნაწილაკების საიმედო შეკავებას, რაც 99,9%- მდე ფილტრაციის ეფექტურობას აღწევს და მტვრის ჰაერში მოხვედრას უშლის ხელს.
თმის მოცილება რბილი ავეჯიდან
სპეციალური მინი ჯაგრისი აშორებს თმას, შინაური ცხოველის ბეწვს და ქერტლს რბილი ავეჯიდან და ქსოვილებიდან.
დამაგრძელებელი მილი ძნელად მისადგომი ადგილების გასაწმენდად
კომპლექტში შედის დამაგრძელებელი მილი, რომლის საშუალებითაც მარტივად მიწვდებით სახლის მაღალ კუთხეებს, თაროებს და სხვა ძნელად მისადგომ ადგილებს.
რეცხვადი კომპონენტები, მარტივი მოვლა
გორგოლაჭიანი ჯაგრისი, ფილტრი, მტვრის კონტეინერი და მოპის საფენები ადვილად იხსნება და ირეცხება, რაც აადვილებს მოწყობილობის მოვლას.
შეცვლადი ბატარეა
R10 Pro-ს ბატარეის ამოღება და დაყენება ისეთივე მარტივია, როგორც მტვერსასრუტის ნებისმიერი სხვა კომპონენტის. სათადარიგო ბატარეა დასუფთავების დროს გააორმაგებს.
მოქნილი ჯაგრისი რთულად მისადგომი ადგილებისთვის
ნაპრალებისთვის განკუთვნილი მოქნილი საქშენი საშუალებას გაძლევთ, შემოუაროთ კუთხეებს, შეაღწიოთ ავეჯს შორის არსებულ ნაპრალებში, ასევე გაწმინდოთ დივნების და საწოლი ქვეშ იატაკი.
ნაგვის დაცლა ერთი დაჭერით
მტვრის კონტეინერი ერთი დაჭერით იცლება, რაც უზრუნველყოფს შეგროვებული ნარჩენების წამებში მოცილებას. დიდი ზომის მტვრის კონტეინერი (0,6 ლ) ამცირებს დასუფთავების დროს მისი ხშირად დაცლის აუცილებლობას.
კედლის სამაგრი
კედელზე დამონტაჟებული ვერტიკალური სამაგრი ზოგავს ადგილს.
კომპლექტაცია
- გამაფართოებელი მილი x1
- ადაპტერი x1
მოქნილი ნაპრალის - ხელსაწყო x1
- მოწყობილობის კორპუსი x1
- უნივერსალური იატაკის ხელსაწყო x1
- რბილი ჯაგრისი x1
კედელზე - დასამაგრებელი x1
ფართო კომბინირებული - ხელსაწყო x1
- ბატარეა x1
- მოტორიზებული მინი ჯაგრისი x1
| ტიპი | უსადენო მტვერსასრუტი |
|---|---|
| სერია | R – სერია |
| დასუფთავების ტიპი | მშრალი |
| ბატარეის მუშაობის ხანგრძლივობა | 60 წუთი |
| დამუხტვის დრო | 240 წუთი |
| შესრუტვის სიმძლავრე kPa | 22 000 |
| მუშაობის რეჟიმები | 3 რეჟიმი |
| სიმძლავრე, W | 425 |
| ბატარეის მოცულობა | 2500 mAh |
| მუშაობის სიხშირე | 100V – 240V 50/60Hz |
| ზომები | 130.7х25.6х21.4 სმ |
| წონა | 1.6 კგ |
| მწარმოებელი | Dreame Trading (Tianjin) Co. Ltd. |
| იმპორტიორი | შპს “ჯორჯიან ელექთრონიქ ქომფანი თრეიდი” |
