Dreame R20 Aqua

1,299

Out of stock

  • მიწოდება თბილისში: 2-3 სამუშაო დღე
  • მიწოდება რეგიონში: 4 სამუშაო დღემდე
დასუფთავების ტიპისველი / მშრალი
  • მტვერსასრუტი 27,000 პა სიმძლავრით
  • ეფექტურად აგროვებს შინაური ცხოველის ბეწვს ზედაპირებიდან სპეციალური აქსესუარის საშუალებით
  • ლურჯი LED განათება მტვრის ზუსტი აღმოჩენისთვის
  • გამოდგება სველი წმენდისთვის
  • მუშაობს 1,5 საათის განმავლობაში ერთი დამუხტვით

შესრუტვის მაღლი სიმძლავრე 190 აეროვატი

მუშაობის მაქსიმალური ხანგრძლივობა 90 წუთი

ფილტრაციის ეფექტურობა 99.9%

მბრუნავი მოპის საფენების სამაგარები

სადგამი

მტვრის აღმოსაჩენად CelesTect™ ტექნოლოგიით აღჭურვილი ორი ჯაგრისი

Dreame R20 Aqua უსადენო ვერტიკალური მტვერსასრუტი

შეუდარებელი დასუფთავება იატაკის უნაკლო წმენდით

მაღალეფექტური სველი წმენდა

ისიამოვნეთ დასუფთავების გაუმჯობესებული ეფექტურობით, მტვერსასრუტისა და მოპის ორმაგი ფუნქციით, მტვრის ჭუჭყისა და თმის ეფექტური მოშორებით. .... ხოლო მოპის სპეციალური აქსესუარები მარტივად უმკლავდება ლაქებს.

მბრუნავი მოპის აქსესუარი სველი წმენდისთვის

*გთხოვთ გაითვალისწინოთ: მტვერსასრუტის ფუნქცია განკუთვნილია მშრალი მტვრისა და ნარჩენებისთვის, ხოლო მოპის აქსესუარი - სველი დაბინძურების მოსაშორებლად.
*მოწყობილობის პირველად გამოყენებისას, ეფექტური სველი წმენდისთვის, გირჩევთ მოპის საფენი ხელით დაასველოთ, ან გამოიყენოთ ძლიერი ნაკადის რეჟიმი.
* შპს გუანჯოუს მიკრობიოლოგიის ჯგუფის ინსტიტუტის (Guangzhou Institute of Microbiology Group Co., Ltd) მიერ ჩატარებული ტესტირების (ანგარიშის ნომერი WJ202114440) საფუძველზე დადასტურებული მოპის საფენის ანტიბაქტერიული ეფექტურობა 99%-ია (დაცვა E. coli-სა და Staphylococcus aureus-ისგან), რაც შემოწმდა რეცხვის 40 ციკლით.

ფარული მტვრის აღმოჩენა CelesTect™ განათებით

R20 Aqua მტვერსასრუტს აქვს გაუმჯობესებული ლურჯი განათება, რაც უზრუნველყოფს გაზრდილ განათებას (სტანდარტულ განათებასთან შედარებით) ბნელ ოთახებში. ეს განათება აუმჯობესებს ხილვადობას, ავლენს მყარ იატაკზე დამალულ მტვრის ნაწილაკებს და ამარტივებს დასუფთავების პროცესს უფრო ეფექტური შედეგის მისაღწევად.

მრავალფუნქციური ჯაგრისი განათებით

ამ ჯაგრისს აქვს გადახლათვის საწინააღმდეგო დიზაინი და განკუთვნილია ხალიჩებისა და მყარი იატაკის გასაწმენდად.

რბილი გორგოლაჭიანი ჯაგრისი განათებით

ჯაგრისი განკუთვნილია იატაკისთვის და აქვს 7მმ-იანი ჩარჩო, მთლიანი იატაკის უკეთ გასაწმენდად.

მაღალი ხარისხის წმენდა მაღალსიჩქარიანი უკონტქტო ძრავის წყალობით

მაღალსიჩქარიანი უკონტაქტო ძრავი უზრუნველყოფს 190 ვატის სიმძლავრეს, რაც უპრობლემოდ აშორებს თმას, ჭუჭყს, მტვერს და ნარჩენებს. ამ ძრავის სიმძლავრე უზრუნველყოფს ხანგრძლივ მუშაობას, დასუფთავების გაზრდილ ეფექტურობასა და დასუფთავების პროცესის გამარტივებას.

ხარისხიანი წმენდა ძლიერი ელემენტის წყლობით

შეცვლადი 8 x 2900 mAh კვების ბლოკი უზრუნველყოფს უწყვეტ, ძლიერ შესრუტვას 90 წუთამდე* დასუფთავების პერიოდის განმავლობაში. კვების ბლოკი მარტივად იხსნება კომფორტული დამუხტვისათვის.
არაუმეტეს 90 წუთისა: ავტომატურ რეჟიმში კომბინირებული საქშენის გამოყენებისას. დაფუძნებულია კომპანიის ლაბორატორიულ მონაცემებზე.

LED ეკრანი აჩვენებს დასუფთავების სტატუსს

LED ეკრანი აჩვენებს დამუხტვის დონეს და წმენდის მიმდინარე რეჟიმს, რაც საშუალებას გაძლევთ მარტივად შეანაცვლოთ ავტომატური და ტურბო რეჟიმები ღილაკზე შეხებით.

ფილტრაციის ეფექტურობა 99.9%*

R20 Aqua მტვერსასრუტის მრავალშრიანი ფილტრაციის სისტემა ეფექტურად აკავებს წვრილ მტვერს და ნაწილაკებს, ხელს უშლის მათ ჰაერში გაფრქვევას 99.9%-მდე* ფილტრაციის ეფექტურობით.

*99.9% დაფუძნებულია ჩვენს ლაბორატორიაში ჩატარებული ტესტირების შედეგებზე.

შინაური ცხოველების ბეწვისა და ქერტლის მოცილება ავეჯიდან

ეს მინი ელექტრო ჯაგრისი გადახლართვის საწინააღმდეგო დიზაინით ეფექტურად აშორებს ავეჯიდან თმას, მტვერს, ნარჩენებსა და შინაური ცხოველების ქერტლს და ბეწვს.

შეცვლადი საქშენები სხვადასხვაგვარი დასუფთავებისთვის

დასუფთავების შესაძლებლობების გაფართოება მრავალფუნქციური საქშენებით, ეს უკვე რეალობაა. კომბინირებული საქშენი საშუალებას გაძლევთ დაასუფთაოთ კუთხეები და ვიწრო სივრცეები, ხოლო ფართო კომბინირებული საქშენი კი აშორებს ჭუჭყს მაგიდებიდან, ფანჯრებიდან და კარიდან, რაც დასუფთავებას მეტად მოსახერხებელსა და ეფექტურს ხდის.

ნაგვის გატანა ერთი დაწკაპუნებით

მტვრის კონტეინერი მარტივად, ღილაკზე ერთი თითის დაჭერით იცლება, რაც უზრუნველყოფს შეგროვებული ნარჩენების წამებში გადაყრას. დიდი, 0,6 ლიტრიანი მტვრის კონტეინერი ამცირებს მტვრის ხშირი დაცლის საჭიროების შედეგად გამოწვეულ შეფერხებებს, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს დასუფთავების ეფექტურობას.

რეცხვადი კომპონენტები, მარტივი მოვლა

მრავალფუნქციური, განათებული გორგოლაჭიანი ჯაგრისი, HEPA ფილტრი, მტვრის კონტეინერი და მოპის საფენები მოხსნადი და რეცხვადია. HEPA ფილტრი მარტივად იხსნება და იცვლება რაც მის მოვლას ეფექტურს და მოსახერხებელს ხდის.

მარტივად გამოსაყენებელი სათავსო სტენდი

სათავსო სადგამი უზრუნველყოფს მტვერსასრუტსა და მის ყველა აქსესუარზე მარტივ წვდომას

კომპლექტაცია

  • კორპუსი
  • კვების ბლოკი
  • დამაგრძელებელი მილი
  • CelesTect™ ტექნოლოგიით აღჭურვილი მრავალფუნქციური ჯაგრისი
  • CelesTect™ ტექნოლოგიით აღჭურვილი რბილი გორგოლაჭიანი ჯაგრისი
  • მბრუნავი საქშენი სველი წმენდისთვის
  • მოპის საფენები
  • სადგამი
  • მინი ელექტრო ჯაგრისი
ტიპიუსადენო მტვერსასრუტი
არტიკულიVTV21A
შესრუტვის სიმძლავრე kPa27 000
სიმძლავრე, W425
ბატარეის მოცულობა8х2900 mAh
სერიაR – სერია
კონტროლიღილაკზე დაჭერით
დასუფთავების ტიპისველი / მშრალი
ბატარეის მუშაობის ხანგრძლივობა90 წუთი
მუშაობის რეჟიმები2 რეჟიმი
ფილტრაციის სისტემაHEPA ფილტრი
ხალიჩების წმენდადიახ
შინაური ცხოველების ბეწვის მოცილებადიახ
მტვრის კონტეინერის მოცულობა, მლ600მლ
ხმაურის მინიმალური დონე84
მუშაობის სიხშირე100V – 240V 50/60Hz
სუფთა წყლის ავზის მოცულობა200 მლ
საქშენების რაოდენობა6
მოდელიR20 Aqua
ზომები130.7х25.6х21.4 სმ
წონა1.7 კგ
მწარმოებელიDreame Trading (Tianjin) Co. Ltd.
იმპორტიორიშპს “ჯორჯიან ელექთრონიქ ქომფანი თრეიდი”

მსგავსი პროდუქტები